|
დასახელება:
ხარისხის მართვისა და ლაბორატორიის სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
მარნეულის სასურსათო ქარხანა
|
|
გამოქვეყნდა: 11 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "მარნეულის სასურსათო ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვისა და ლაბორატორიის სტაჟიორის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მარნეული.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** ხარისხის მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
** ახალი ეტიკეტის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ეტიკეტებში მითითებული მონაცემების სიზუსტისა და შესაბამისობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქტის ეტიკეტებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება;
** ეტიკეტების თარგმანების მართვა, ხარისხის კონტროლი და ადგილობრივი ბაზრის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
** ლაბორატორიის მიერ მოწოდებული ანალიზის შედეგების შემოწმება და ეტიკეტებზე არსებულ ინფორმაციებთან შედარებაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არასრული უმაღლესი განათლება;
** სასურველია მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office ცოდნა;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@mff.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|