|
დასახელება:
გაყიდვების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Pine Tree International
|
|
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 10 მარტი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფაინ თრი ინთერნეიშენალ"-ი გაყიდვების დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის (ქოლ-ცენტრი) პოზიციაზე.
ვაკანსიის რაოდენობა: 2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსულ ზარებზე/შეტყობინებებზე პასუხი, პროდუქციის კატეგორიის და ფასებისა გაცნობა მომხმარებლისთვის;
** სოციალური ქსელების მესიჯბოქსში (Messenger, WhatsApp) შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და ამომწურავი პასუხის გაცემა;
** მომხმარებელთა მონაცემების პროგრამაში აღრიცხვა და შეკვეთის სისტემაში შეყვანა;
** საკურიერო კომპანიისთვის ზუსტი მისამართებისა და მიწოდების დეტალების გადაცემა;
** მომხმარებლისთვის ნაშთების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აზრის ნათლად და თავაზიანად გადმოცემის უნარი;
** აუცილებელია გამართული წერითი უნარი;
** საოფისე პროგრამები: Excel-თან მუშაობის უნარი (მონაცემების შესაყვანად);
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის გრძნობა: იმის გაცნობიერება, რომ არასწორად გადაცემული მისამართი აფერხებს დელივერის პროცესს.
სამუშაო პირობები:
ერთი ოპერატორის პოზიცია მოიაზრებს მუშაობას ოფისიდან:
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი);
ყველა უქმე დღე დასვენება
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
მეორე ოპერატორი იმუშავებს სრულად დისტანციურად:
სამუშაო გრაფიკი: 18:00 - 21:00;
შაბათი-კვირა: 10:00 - 18:00 სთ
უქმე დღეები დასვენება: ახალი წლის დღეები; აღდგომის დღესასწაულები და მარიამობა (28 აგვისტო)
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: hr@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ფორმატი (დისტანციური/ოფისიდან) წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|