Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=700417&print=yes&view=jobs
 
საცალო ქსელის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო ქსელის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 24 თებერვალი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო ლოკაცია: ელიზბარ მინდელის ქუჩა #3

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემების შეგროვება სხვადასხვა სისტემებიდან, ანგარიშებიდან და დაინტერესებული მხარეებიდან, თავმოყრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის სისწორის გადამოწმება.
** საოპერაციო პროცესებისა და პროექტების გაზომვის ინდიკატორების და შესაბამისი დეშბორდების შემუშავება.
** მეტრიკებისა და გაზომვის ინდიკატორების დათვლისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების პროცესებისა და წყაროების განსაზღვრა და შემუშავება.
** საოპერაციო პროცესების სხვადასხვა მეტრიკების ანალიზი პროცესების ეფექტიანობის ან არაეფექტურობის შესაფასებლად, და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოსავლენად.
** ხელმძღვანელისა და საოპერაციო დეპარტამენტის მენეჯერული რგოლისთვის ანალიტიკური ინფორმაციისა და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება.
** რეგულარული ანგარიშების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელთან წარდგენა.
** მაღაზიებისათვის შესაბამისი შეფასების ინდიკატორების შემუშავება (ე.წ. დეშბორდები).
** სავაჭრო ობიექტისთვის ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შედგენა დადგენილი წესითა და სტანდარტით.
** მაღაზიების ხარჯების ანალიზი და შედეგების გაზიარება ხელმძღვანელთან.
** სავაჭრო ობიექტებისთვის ყოველწლიური ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა.
** ყოველთვიურ რეჟიმში სავაჭრო ობიექტში არსებული ინვენტარიზაციის პროცესისა და დანაკლისების ურთიერთმიმართების ანალიზი.
** სავაჭრო ობიექტის გაყიდვების მაჩვენებლების ცვლილების ანალიზი და მიზეზების ძიება.
** საცალო ქსელის მართვის დირექტორისა და არეა მენეჯერების მხარდაჭერა შესაბამისი რეპორტებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მართვის, ფინანსების, ანალიტიკის ან მსგავსი მიმართულებით.
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოპერაციების ან ბიზნეს ანალიზის მიმართულებით.
** აუცილებელია MS Excel კარგად ცოდნა.
** აუცილებელია მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა (Power BI, Tableau და სხვა)
** სასურველია SQL ან მონაცემთა დამუშავების საბაზისო ცოდნა
** სასურველია 1C ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება
** თანმიმდევრულობა
** ბიზნესის გააზრება/ბიზნეს ალღო
** გუნდური მუშაობა და კროს-ფუნქციური თანამშრომლობა

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "საცალო ქსელის ანალიტიკოსი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24.02.2026

გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია