Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=700405&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: GMC Motors
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"GMC Motors" ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო სასოფლო სამეურნეო სფეროს ტექნიკის იმპორტი-რეალიზაცია და უკვე 15 წელზე მეტია ლიდერულ პოზიციებს იკავებს. GMC Motors დღეს მსოფლიოს მასშტაბით აძლიერებს პოზიციებს. კომპანია აღიარებულია, როგორც რეგიონალურ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე და რჩება იმ გუნდად, რომელიც მუდამ იზრდება და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებს.

კომპანია ვაკანტურად აცხადებს მოლარე-ოპერატორის პოზიციას.

ძირითადი მოვალეობები:

** ინვოისების გამოწერა ტექნიკაზე, სათადარიგო ნაწილებსა და იმპლემენტებზე.
** გაყიდვების ასახვა აღრიცხვის პროგრამაში.
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი.
** ფულადი სახსრების მიღება სალაროში.
** სალარო ოპერაციების კონტროლი.
** დებიტორული დავალიანების კონტროლი.
** ანგარიშვალდებული პირებისთვის თანხების გაცემა და ანგარიშგების კონტროლი.
** სერვისული შეკვეთების გაფორმება პროგრამაში
** სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა პროგრამაში

ანაზღაურება: 1500 - 1800 ლარი
მისამართი: კახეთის გზატკეცილის მე12კმ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:00, შაბათი 9:30-14:30

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე:: gmc@selfrecruit.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია