Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯევერს ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
შპს "ჯევერს ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი, N3.
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), ხოლო შაბათს 10:00-დან 16:00 საათამდე (ერთ საათიანი შესვენებით), კვირაში 6 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული მასალების/პროდუქციის რაოდენობის აღრიცხვა და სასაქონლო ზედნადებში აღნიშნულ რაოდენობებთან შედარება;
** საწყობში შემოსული მასალების/პროდუქციის დასაწყობება;
** შემოსული მასალების დანაკლისის ან მეტობის შესახებ რეპორტების წარმოება;
** საწყობის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის მიმოსვლის კონტროლი;
** საწყობის ყოველთვიური ინვენტარიზაცია;
** რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** კონფიდენციალობის დაცვა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (საწყობის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნოთ კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯევერს ქონსთრაქშენ"-მა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "ჯევერს ქონსთრაქშენშ"-ი ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლბების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@pontus.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე