Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: Tempo Holding
გამოქვეყნდა: 10 თებერვალი / ბოლო ვადა: 10 მარტი
"Tempo Holding" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

ჩვენს შესახებ:

"Tempo Holding" - სამშენებლო და დეველოპერული კომპანია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ხარისხიან მშენებლობასა და პასუხისმგებლობიან მიდგომას ქალაქის განვითარებაში.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ მაღალი კლასის საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც პასუხობს არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ სამომავლო მოთხოვნებსაც.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ კანდიდატს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

ანაზღაურება - 7000 (Net) + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** სრული სამშენებლო პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა
** სამშენებლო გუნდის და სრული სამშენებლო პროცესის მართვა
** სამუშაო გეგმისა და ვადების განსაზღვრა და შესრულების კონტროლი
** სამშენებლო პროცესების ზედამხედველობა ობიექტზე
** ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების კოორდინაცია
** სამუშაოების ხარისხის კონტროლი პროექტისა და სტანდარტების შესაბამისად
** ბიუჯეტის მონიტორინგი და ხარჯების კონტროლი
** ტექნიკურ გუნდთან, არქიტექტორებთან და ინჟინრებთან მჭიდრო თანამშრომლობა
** რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების მიღება
** პროგრესის ანგარიშგება მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო პროექტების მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო პროცესების და ტექნიკური დოკუმენტაციის კარგი ცოდნა
** ორგანიზებისა და დროის მართვის ძლიერი უნარი
** გუნდების მართვის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღება
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, AutoCAD ან სხვა ტექნიკური პროგრამები ჩაითვლება უპირატესობად)

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@tempoholding.ge, ხოლო საგნის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სამშენებლო პროექტების მენეჯერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ინფორმაციის ელ. ფოსტაზე გაგზავნის გზით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი რეზიუმეები ინახება კომპანიაში არა უმეტეს 6 თვისა. ამასთან, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.

"ტემპო ჰოლდინგი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე