|
დასახელება:
უნივერსალური მზარეული
|
| მომწოდებელი:
საგულე რეზორტი
|
|
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 09 მარტი
|
დასასვენებელი კომპლექსი "საგულე რეზორტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მზარეულის თანამდებობაზე.
ლოკაცია: ხაშურის რაიონი; დაბა ქვიშხეთი, სოფ. მონასტერი
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთის შესრულება, რეცეპტების შესაბამისად
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება
მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე
** სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს მიმდებარედ
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
ობიექტი სამზარეულო აღჭურვილია ყველა შესაბამისი თანამედროვე დანადგარით
სამუშაო განრიგი: სრული
ანაზღაურება: კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე: lslvacancy@gmail.com და მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|