Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=700142&print=yes&view=jobs
 
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნესის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: მთის ამბები
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 25 თებერვალი
"საქართველოს ამბები/მთის ამბები" ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ეძებს ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და კრეატიულ წევრს, რომელიც დაგვეხმარება მედიის ფინანსური დამოუკიდებლობის და მდგრადობის ახალ ეტაპზე გადასვლაში.

ანაზღაურება: 3500-5000 ლარი გადასახადების ჩათვლით (კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა რეალიზებული პროექტებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

** სტრატეგიული დაგეგმვა: რესურსების მობილიზაციის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი გეგმის შემუშავება და განხორციელება;
** შემოსავლების დივერსიფიკაცია: ახალი, არასაგრანტო წყაროების მოძიება (კომერციული გაყიდვები, სპონსორობა, სერვისების რეალიზაცია);
** Crowdfunding (სახალხო დაფინანსება): შემოწირულებების კამპანიების მართვა და მკითხველთა ლოიალობის (Membership) პროგრამების განვითარება;
** მედია-პროდუქტების პაკეტირება: არსებული კონტენტის ("ქართული საქმე", დოკუმენტური ფილმები, ფოტო და ვიდეოარქივი) კომერციული პოტენციალის შეფასება და შეთავაზებების მომზადება;
** ბიზნეს პარტნიორობა: კერძო სექტორთან კომუნიკაცია და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან თავსებადი სასპონსორო პაკეტების შექმნა;
** ბაზრის ანალიზი: მედია ბაზარზე არსებული ტენდენციების მონიტორინგი და ინოვაციური მონეტიზაციის მოდელების შეთავაზება;
** შესრულების მონიტორინგი: სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და ყოველთვიური ანგარიშგება მიღწეული პროგრესის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების, მარკეტინგის, ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
** მოლაპარაკებების წარმოების საუკეთესო უნარები;
** პროექტების მართვისა და ვადების (Deadlines) მკაცრი დაცვის უნარი;

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომელს, ვეძებთ თანამებრძოლს, რომელსაც აქვს ღირებულებითი თანხვედრა, იაზრებს დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და დაგვეხმარება გადარჩენის ახალი მოდელის შექმნაში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (მაქს. 300 სიტყვა) მისამართზე: vacancy.icn@gmail.com. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 თებერვალი.

გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

"საქართველოს ამბები" (https://sakartvelosambebi.ge) დამოუკიდებელი ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. "საქართველოს ამბების" ნაწილია "მთის ამბები" (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია საქართველოში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია