Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=700064&print=yes&view=jobs
 
1C ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: დუთი ფრი ჯორჯია
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" წარმატებით ოპერირებს საქართველოში 15 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე თავისი მაღაზიებით. "დუთი ფრი ჯორჯია" ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან 1C ადმინისტრატორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სისტემის მართვასა და ოპტიმიზაციაზე.

ვაკანტური პოზიცია: 1C ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბესიკის ქ.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

თანამდებობის მოკლე აღწერა:

1C ადმინისტრატორი ასრულებს მნიშვნელოვან როლს 1C სისტემის ოპტიმიზაციისა და ზედამხედველობის პროცესში. აღნიშნული თანამდებობა აერთიანებს ლიდერულ პასუხისმგებლობებსა და მაღალ ტექნიკურ ექსპერტიზას, რაც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. 1C ადმინისტრატორი პასუხისმგებელია 1C სისტემის ეფექტურ მართვაზე, ფუნქციონალური მხარდაჭერისა და სისტემის ოპტიმიზაციისთვის საჭირო ცვლილებების განხორციელებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** 1C სისტემის ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა.
** 1C სისტემაში არსებული მონაცემების სიზუსტისა და სისწორის მონიტორინგი.
** 1C პლატფორმის მოდულების გაუმჯობესება ორგანიზაციული მოთხოვნებისა და ცვლილებების შესაბამისად.
** 1C სისტემაში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და გამოსწორება.
** სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია და სისტემის ოპტიმიზაციის სტრატეგიების შემუშავება.
** თანამშრომლებისთვის 1C სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
** სისტემის გამართვისა და ოპტიმიზაციის შესახებ დეტალური რეპორტების მომზადება.
** სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა.
** რეპორტინგი და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა 1C პლატფორმაში ბიზნეს პროცესების შეუფერხებელი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
** კომპანიის შვილობილი/აფილირებული ბიზნეს ერთეულების ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით
** 1C პროგრამის სრულყოფილი ცოდნა;
** 1C ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;
** 1C პლატფორმის ადმინისტრირების, კონფიგურაციისა და მოდულების მართვის ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების მართვის პრინციპების ცოდნა;
** MS Office-ს, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა, რეპორტინგისა და ანალიტიკისთვის.
** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** მიზანმიმართულობა, შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვის, ანალიზის და დროის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე:hr@dfg.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით და რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "დუთი ფრი ჯორჯია" თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და 2 წლის განმავლობაში შეინახავს თქვენს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებს და პერსონალურ ინფორმაციას მომავალში პოტენციური დასაქმების შემოთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია