Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას: იურისტის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის შესახებ:

ააიპ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" (https://icca.ge/ka/) ეძებს გამოცდილ იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს ასოციაციის სამართლებრივ მხარდაჭერას, ასოციაციის წევრთა კონსულტირებას და პროექტების კოორდინაციას. პოზიცია მოიცავს ადვოკატირების აქტივობებში აქტიურ მონაწილეობას და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

იურისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

ადვოკატირება და წარმომადგენლობა

** საკანონმდებლო აქტების პროექტების ანალიზი და შესაბამისი კომენტარების/შენიშვნების/ რეკომენდაციების მომზადება
** წევრების პოზიციების მომზადება და წარდგენა სახელმწიფო სტრუქტურებში
** ასოციაციის სახელით სამუშაო ჯგუფებსა და საბჭოებში მონაწილეობა და პოზიციების წარმოდგენა;
** თემატური შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება
** ასოციაციის წარმოდგენა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში.

პროექტების კოორდინაცია

** მიმდინარე და ახალი პროექტების კოორდინაცია
** დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა და რეპორტინგი
** ექსპერტებთან და კონტრაქტორებთან მუშაობის კოორდინაცია
** პროექტის ვადებისა და ხარისხის კონტროლი.

წევრთა კონსულტირება

** სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა (სახელმწიფო შესყიდვები, სამშენებლო სამართალი, შრომის, სამეწარმეო სამართალი და ა.შ)
** დავების წარმოებაში მხარდაჭერა და საჩივრების მომზადება
** რთული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა

მმართველობითი ორგანოების მხარდაჭერა

** გამგეობისა და საერთო კრების სხდომების ორგანიზება, ასოციაციის წესდების შესაბამისად
** კრების წარმართვაში მონაწილეობა და ოქმების მომზადება
** გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლი

იურისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** სამართლის მაგისტრის ხარისხი
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში
** სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა
** სამშენებლო სამართლის საფუძვლების ცოდნა
** ინგლისური ენა - მინიმუმ, B2;

სასურველია:

** ასოციაციებში ან არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება
** ადვოკატირების კამპანიებში მონაწილეობის გამოცდილება
** პროექტების მართვის გამოცდილება
** რუსული ენის ცოდნა

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები მოცემულ მისამართზე: info@icca.ge

** CV
** სამოტივაციო წერილი
** 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: info@icca.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე