Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=700052&print=yes&view=jobs
 
პროფესიული განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას: პროფესიული განვითარების მენეჯერი.

მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის შესახებ:

ააიპ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" (https://icca.ge/ka/) ეძებს პროფესიული განვითარების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვაზე, განხორციელებასა და კოორდინაციაზე.

პოზიცია ითვალისწინებს, საჭიროების შემთხვევაში, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების მართვას/კოორდინირებას, სამშენებლო კომპანიებისათვის ტრენინგების დაგეგმვა-კოორდინაციასა და პროფესიული განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების შესრულებას. პოზიცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექტორისათვის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის განვითარებაში.

პროფესიული განვითარების მენეჯერის საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება (სოციალური მეცნიერებები, ფსიქოლოგია, განათლება ან მომიჯნავე სფერო)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ტრენინგების, პროფესიული განვითარების ან საგანმანათლებლო პროექტების მართვის მიმართულებით
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** პროფესიული განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პროფესიული განვითარების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

ტრენინგები და პროფესიული განვითარება:

** ტრენინგების წლიური კალენდრული გეგმის შემუშავება და განახლება
** პროფესიული და სექტორული საჭიროებების იდენტიფიცირება და მიღებული შედეგების საფუძველზე ტრენინგების თემატიკის განსაზღვრა
** ტრენერებისა და ტრენინგ ცენტრების მოძიება, შერჩევა და თანამშრომლობის მართვა
** სასწავლო სილაბუსებისა და ტრენინგ-მოდულების შემუშავება
** ტრენინგების ორგანიზება და ხარისხის მონიტორინგი

პროექტების მართვა და კოორდინაცია:

** საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების სრული ციკლის მართვა
** პროექტის აქტივობების კოორდინაცია
** დონორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა

პროფესიული განათლება და სექტორული განვითარება:

** პროფესიული განათლების მიმართულებით ინიციატივების განვითარება
** კერძო სექტორთან თანამშრომლობა პროფესიული უნარების განვითარების მიზნით კვლევა, შეფასება და ანგარიშგება
** შრომის ბაზრის კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში
** ფოკუს ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა, საჭიროების შემთხვევაში
** შესრულებული აქტივობებისა და პროექტების ანგარიშების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე
** პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებზე

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 (კვირაში ერთი დღე შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა)

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები მოცემულ მისამართზე: info@icca.ge

** CV
** სამოტივაციო წერილი
** 1 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია

არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 20 თებერვალი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებებს!

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: info@icca.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია