Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=700050&print=yes&view=jobs
 
ქცევის თერაპევტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქცევის თერაპევტი
მომწოდებელი: კენ ვოლკერის კლინიკა
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის ბათუმის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას ქცევის თერაპევტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოდიაგნოსტირება;
** მშობელთა კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
** შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა მშობლისთვის, ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
** შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით;
** მშობლის განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ქცევის მართვისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.
** დოკუმენტაციის წარმოება
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში;
** მიღებული განათლება ქცევის თერაპიასა და მის მართვაში
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;

სავალდებულო მოთხოვნები:

** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** განვითარების დარღვევების თავისებურებების ცოდნა
** ქცევის მართვის სტრატეგიების ცოდნა
** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
** სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@kwclinic.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქცევის თერაპევტის პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია