Робота для біженців з України
რეგიონალური უსაფრთხოების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 26 თებერვალი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებაში არსებული ფილიალების დაცვითი საგანგაშო და ვიდეო საკონტროლო სისტემების კონტროლი და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში არსებული ფილიალების დაცვითი საგანგაშო სისტემების კონტროლი და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში არსებული ფილიალების ვიდეო საკონტროლო სისტემების კონტროლი და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 23 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, განათლება, სამუშაო გამოცდილება, ფოტოსურათი - არსებობის შემთხვევაში, ასევე თქვენს მიერ რეზიუმეში მითითებული სხვა ინფორმაცია) დამუშავდება სს "ბაზისბანკის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ბანკის შესაბამისი შიდა პოლიტიკების/პროცედურების შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ ასევე აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული სხვა უფლებების (წვდომა, გასწორება, წაშლა, დამუშავების შეზღუდვა) რეალიზება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ ფოსტაზე hr@basisbank.ge სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაბამისი საჭიროების ფარგლებში, შესაძლებელია გაუზიარდეს ბანკის ჯგუფში შემავალ კომპანიებსაც, რომლებიც თავისმხრივ უზრუნველყოფენ, რომ მონაცემები დამუშავდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე