Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=699996&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 09 თებერვალი / ბოლო ვადა: 09 მარტი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - 18:00 სთ
სახელფასო განაკვეთი: ფიქსირებული 1000 ლარი

ქოლ-ცენტრის ოპერატორი პასუხისმგებელია კომპანიისა და მომხმარებლების შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე, რაც მოიცავს სატელეფონო ზარებს, სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე შემომავალ შეტყობინებებს, ასევე შეკვეთების მიღებასა და ინვოისების გამოწერას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი სატელეფონო ზარების მიღება და განხორციელება
** მომხმარებელთა კონსულტირება კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე
** სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram და სხვა) შემომავალ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
** ვებგვერდზე შემოსულ მოთხოვნებსა და შეტყობინებებზე დროული რეაგირება
** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის სისტემაში ასახვა
** ინვოისების (ანგარიშ-ფაქტურების) გამოწერა და მომხმარებლისთვის გადაგზავნა დადგენილი პროცედურების შესაბამისად
** შეკვეთებთან, შეტყობინებებსა და ინვოისებთან დაკავშირებული ინფორმაციის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან
** პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადამისამართება
** მომსახურების ხარისხის სტანდარტებისა და შიდა რეგლამენტის დაცვა
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარები
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კატეგორიის მენეჯერი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ketevan.beroshvili@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია