Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=699152&print=yes&view=jobs
 
პრობლემური აქტივების მართვის ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.

"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.

მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდზე: https://pl.ge/ka

"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პრობლემური აქტივების მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის საქმის დელეგირება;
** შესრულებული შედეგების პერიოდული მონიტორინგი და რეპორტინგი;
** საჭიროებისამებრ, კომპანიის პრობლემურ მსესხებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების დაფარვის მიზნით;
** პრობლემური ქეისის შესწავლა და მოლაპარაკების პროცესში ჩართვა;
** პერიოდული სამუშაო შეხვედრების გამართვა;
** პასუხისმგებელია ჯგუფის მუშაობის შედეგებზე;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის მიმართულებასთან ერთად ტრენინგის/სწავლების დაგეგმვა;
** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა ;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ფინანსურ ინსტიტუტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინუმ 2 წელი;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** Microsoft Office (Excel, Word)- სხვადასხვა რეპორტების შედგენის, ფორმულების გამოყების, მონაცემების დამუშავების დონეზე.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** გუნდის მართვის უნარით;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარით;
** კომუნიკაბელურს;
** დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
** ანალიტიკური აზროვნებით;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარით;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით;
** შედეგზე ორიენტირებულს;
** კარგი დროის მენეჯმენტით;
** პასუხისმგებლიანს.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge

ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - პრობლემური აქტივების მართვის ჯგუფის უფროსი.

სასურველია, მეილში მიუთითოთ თქვენი სახელფასო მოლოდინი აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 თებერვალი. შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად.

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია