Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=698758&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: I City
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
კომპანია Apple-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაღაზიათა ქსელი "Icity" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

"აისითი" 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოში, სპეციალიზდება Apple, Dyson, B&O, Xiaomi, honor, Garrett, realme და სხვა ცნობილი ბრენდების მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მათი აქსესუარების შეთავაზებაზე, ასევე გთავაზობთ პირველი კლასის სერვისს.


ვის ვეძებთ:


ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს ფილიალისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება:

** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლზე;
** ფილიალის პერსონალის კოორდინაციაზე მაღალი დონის სერვისის უზრუნველსაყოფად;
** პროცესების ზოგად მართვაზე (მომხმარებლებთან მუშაობა, პროდუქციის პრეზენტაცია, კომპანიის სტანდარტების დაცვა).


პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 19:00, შაბათს ნახევარი დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (ფილიალის ბრუნვის პროცენტი);
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა
** კორპორატიული დაზღვევა.
** მეგობრული გუნდი.
** მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიურად განვითარებად კომპანიაში;
** ადგილმდებარეობა: საბურთალო, პეკინის გამზირი.

მოთხოვნები:

** კომპანიის სავაჭრო ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/მონიტორინგი;
** ობიექტზე დასაქმებულ პირთა ზედამხედველობა და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალის, მოლარე-კონსულტანტების საქმიანობის კოორდინირება და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობასთან ანგარიშგება;
** სავაჭრო ობიექტზე სრული ასორტიმენტის უზრუნველყოფაზე კონტროლი და ნებისმიერ სასაქონლო ჯგუფში ობიექტებზე მარაგების კონტროლი;
** გამოცდილება: ტექნიკის სფეროში მსგავს პოზიციაზე - მინიმუმ 1 წელი
** ენების ცოდნა: ქართული და ინგლისური
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** პუნქტუალობა.
** კომუნიკაბელურობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი.
** გამართული მეტყველების უნარი
** არაკონფლიქტურობა
** მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;

CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge სათაურის ველში მიუთითოთ "მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია