Робота для біженців з України
საველე ფანდრაიზერების გუნდის ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საველე ფანდრაიზერების გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს საველე ფანდრაიზერების გუნდის ლიდერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ვაკანტური ადგილი: 1
სამუშაო განაკვეთი: არასრული (კვირაში 30 საათი)

საქმიანობის ძირითადი მიზანი: F2F გუნდის ლიდერის მთავარი მიზანია გადაამზადოს, უხელმძღვანელოს და მხარი დაუჭიროს საველე ფანდრაიზერების მუშაობას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** საველე ფანდრაიზერების გუნდის მართვა - შესრულების მონიტორინგი, უკუკავშირის გაცემა, შედეგების გაუმჯობესება;
** საველე ფანდრაიზერების მხარდაჭერა, რათა შეძლონ ყოველთვიური მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევა;
** გუნდის წევრებისთვის ტრენინგების ჩატარება;
** გუნდის შედეგების კოორდინატორთან გაზიარება;
** საველე ფანდრაიზერებისთვის განკუთვნილი ინვენტარის (საჩუქრები, პლანშეტები, სარეკლამო ბარათები და სხვა) მართვა;
** ადამიანებთან პირისპირი (Face to Face) კომუნიკაციის გზით საჯარო და კერძო სივრცეებში (როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში) რეგულარული დონორების დაინტერესება/მოზიდვა;
** საველე ფანდრაიზერების ონბორდინგში მონაწილეობის მიღება;

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/კომუნიკაციების მიმართულებით (სასურველია);
** ეფექტური და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავების უნარი და მოქნილობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 135-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე