Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=698634&print=yes&view=jobs
 
ფილიალის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის კონსულტანტი
მომწოდებელი: Megahand
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
პრემიუმ ხარისხის მეორადი ტანსაცმლის უდიდესი ქსელი საქართველოში "Megahand", აცხადებს ვაკანსიას ვარკეთლის ფილიალის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი
გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება 2 დღე, ცვლიანი სამუშაო განრიგი
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი

ფუნქცია- მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასების განთავსება და კონტროლი;
** მაღაზიის საგამოფენო დარბაზში პროდუქციის განთავსება;
** მაღაზიაში ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება მარკეტინგის, გაყიდვების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ქართული და რუსული ენების ცოდნა;
** სოციალური მედიის მენეჯმენტის, რეკლამის მართვისა (Meta ads, google ads), გაყიდვების სტიმულირების ტექნიკების ცოდნა;
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან სოციალური მედიის მართვის მიმართულებით, სასურველია საცალო ვაჭრობის სექტორში.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancymegahand@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 თებერვლისა, გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია