|
დასახელება:
ავტოსერვისის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
გსმ სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 03 მარტი
|
გსმ სერვისი აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანიის მიერ გასაწევი მსუბუქი ავტომობილების, სატვირთო და სპეც ტექნიკის კვალიფიციური და გამართული სერვისით უზრუნველყოფა თბილისსა და რეგიონებში.
შესასრულებელი სამუშაო:
** ავტოსერვისის ტექნიკური რესურსის და სამუშაო ძალის დაგეგმარება არსებული გამოწვევების და კონტრაქტების შესაბამისად;
** სერვისის დაგეგმილი რესურსების და მოთხოვნების ბიუჯეტირება;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მენეჯერების დატვირთულობის სწორად გადანაწილება, მართვა და კონტროლი;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მენეჯერების შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სერვისის ტერიტორიისა (ბოქსების) და სახელოსნო ინვენტარის მოვლის სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და კონტროლი;
** სერვისის განყოფილებაში ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა;
** ჩატარებული სერვისის სამუშაოების აღრიცხვის კონტროლი;
** კომპანიის სერვისის სატარიფო ბაზის ჩამოყალიბება და პერიოდული რევიზია;
** კომპანიის გარე სერვისის მომწოდებლების და ქვეკონტრაქტორების სამუშაო ურთიერთობების მართვა, შესრულებული სამუშაოს ჩაბარება და კონტროლი;
** სერვისის განყოფილების მუშა პროცესების აღრიცხვის პროგრამასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაღალ ტექნიკურ დონეზე ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
hr@gsmservice.ge
|
|
|
|