Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: დაკო ტრეიდი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
სადისტრიბუციო კომპანია "დაკო ტრეიდ", 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე მშრალი კვების მიმართულებით და წარმოადგენს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბრენდებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
** ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
**  საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი ავტომობილი/განიხილება ავტომობილის გარეშეც.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები: 

** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; 
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა; 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;   

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული  + ბონუსი 2000 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: სრული 
** დამატებითი სარგებელი კომპანიისგან: მანქანის ცვეთის ხარჯი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: info@dakotrade.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მერჩენდაიზერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე