|
დასახელება:
სამეცნიერო პროექტების მიღება მეცნიერების დარგებში
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები
|
|
გამოქვეყნდა: 23 იანვარი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
ფონდი "საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები" აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას მეცნიერების ყველა დარგში (საბუნებისმეტყველო,
სოციალური, ჰუმანიტარული, გამოყენებითი მეცნიერებანი, ინჟინერია, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მედიცინა) ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად.
კონკურსი ჯერ ეროვნულ დონეზე ქ. თბილისში ტარდება და მისი სახელწოდებაა "მე-ახალგაზრდა მეცნიერი". ამ ეროვნული დონის კონკურსში პირველ ადგილზე გასული პროექტები ნომინირებული იქნებიან ევროკონკურსში მონაწილეობის მისაღებას.
კონკურსში მონაწილეთა ასაკობრივი ცენზია 14-დან 20 წლამდე.
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (აბსტრაქტი) ქართულ ენაზე თავისუფალი ფორმით.
მომდევნო ეტაპზე ჩატარდება ევროკონკურსის ეროვნული დონის დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა უნდა წარადგინონ საკუთარი ნაშრომები მოწვეული სამეცნიერო ჟიურის წინაშე.
დასწრებულ ტურში პირველ ადგილზე გასული პროექტები ნომინირებული იქნებიან ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2026 წელს სექტემბერში გერმანიაში ჩატარდება.
ევროკონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ხარჯს აანაზღაურებს ევროკომისია.
პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ, რაციონალურ, გამოყენებად და ინოვაციურ პროექტებს.
აბსტრაქტების გამოგზავნა შესაძლებელია ელ. მისამართზე:
eucontest24@gmail.com 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით.
|
|
|
|