Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=696367&print=yes&view=jobs
 
მოხალისეთა მიღება მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოხალისეთა მიღება მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 23 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"World Vision საქართველო" აცხადებს მოხალისეთა მიღებას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში შემდეგ მიმართულებებზე:

** საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების მოხალისე.
** საგანმანათლებლო-შემეცნებითი გასართობი აქტივობების მოხალისე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი
სამუშაო პერიოდი და გრაფიკი: მინიმუმ 2 თვე; 5-10 საათი კვირაში; უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფარს.

დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.

დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი აქტივობების მოხალისე:

მიზნობრიობა: ცენტრის კოორდინატორ-ლიდერთან შეთანხმებით სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობების დაგეგმვა/ დაგეგმვაში მხარდაჭერა. ცენტრში სხვადასხვა აქტივობების პროცესში უფროსი აღმზრდელების/აღმზრდელების მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვებისთვის გასართობი-საგანმანათლებლო აქტივობებისას უფროსი აღმზრდელების/აღმზრდელების დახმარება.
** ცენტრის კოორდინატორ-ლიდერთან შეთანხმებით ბავშვებისთვის შიდა შემეცნებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, გასართობი აქტივობების დაგეგმვა/დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა.
** ბავშვების ჩართვა სხვადასხვა განმავითარებელ თამაშებში.
** ცენტრის შინაგანაწესისა და ორგანიზაციის პოლიტიკების დაცვა.
** კონფიდენციალურობის და პერსონალური მონაცემების დაცვა.

მოხალისეს ექნება შესაძლებლობა:

** მიიღოს საინტერესო გამოცდილება.
** გაეცნოს საერთაშორისო ორგანიზაციის შიდაორგანიზაციულ კულტურასა და პოლიტიკებს.
** გაიღრმაოს ცოდნა ბავშვთა და ზრდასრულ ბენეფიციართა დაცვის მიმართულებით - ქცევის პროტოკოლის დაცვის პოლიტიკის თანახმად.
** მიიღოს მოხალისის სერტიფიკატი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მოხალისე უნდა იყოს სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის/მსგავსი აქტივობების განხორციელების გამოცდილება.
** ბავშვთა კეთილდღეობის სფეროთი დაინტერესება.
** ბავშვებთან მუშაობის სურვილი და ინტერესი.
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ეთიკური.
** არადისკრიმინაციული და არაშერჩევითი მიდგომა.

საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების მოხალისე:

მიზნობრიობა:

ცენტრის კოორდინატორ-ლიდერთან შეთანხმებით სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობების დაგეგმვა/ დაგეგმვაში მხარდაჭერა. ცენტრში სხვადასხვა აქტივობების პროცესში უფროსი აღმზრდელების/აღმზრდელების მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვების მეცადინეობაში დახმარება (სკოლის საგნები: ქართული, ინგლისური, მათემატიკა და ა.შ.) უფროსი აღმზრდელების/აღმზრდელების დახმარება.
** აკადემიური ჩამორჩენების დაძლევაში უფროსი აღმზრდელების/აღმზრდელების დახმარება.
** ბავშვებისთვის შიდა შემეცნებითი, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა ცენტრის კოორდინატორ-ლიდერთან შეთანხმებით/დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა.
** ცენტრის შინაგანაწესის და ორგანიზაციის პოლიტიკების დაცვა.
** კონფიდენციალურობის და პერსონალური მონაცემების დაცვა.

მოხალისეს ექნება შესაძლებლობა:

** მიიღოს საინტერესო გამოცდილება.
** გაეცნოს საერთაშორისო ორგანიზაციის შიდაორგანიზაციულ კულტურასა და პოლიტიკებს.
** გაიღრმაოს ცოდნა ბავშვთა და ზრდასრულ ბენეფიციართა დაცვის მიმართულებით-ქცევის პროტოკოლის დაცვის პოლიტიკის თანახმად.
** მიიღოს მოხალისის სერტიფიკატი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** მოხალისე უნდა იყოს სტუდენტი ან კურსდამთავრებული.
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის/მსგავსი აქტივობების განხორციელების გამოცდილება.
** ბავშვთა კეთილდღეობის სფეროთი დაინტერესება.
** ბავშვებთან მუშაობის სურვილი და ინტერესი.
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ეთიკური.
** არადისკრიმინაციული და არაშერჩევითი მიდგომა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ მოხალისეობრივი საქმიანობის ის მიმართულება, რომლითაც ხართ დაინტერესებული.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 6 თებერვალი.

გთხოვთ, რეზიუმეში დაამატოთ თანხმობის განცხადება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი რეზიუმე მოხვდება შერჩეულ კანდიდატებს შორის ადასტურებთ, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმე/ბიოგრაფია და სხვ.) გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსული დაამუშაოს, შეაგროვოს და შეინახოს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ფარგლებში, თქვენი შერჩევისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების ჩასატარებლად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე და/ან მომავალ ვაკანსიებთან, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რომელი მონაცემებია დამუშავებული თქვენზე ორგანიზაციის მიერ;
** ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შეცვლა, დაბლოკვა ან/და წაშლა. შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: Recruitment_Georgia@wvi.org

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ორგანიზაციას გაუზიარებს დამატებით პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის სპეციალური კატეგორიის მონაცემებს), ეს ინფორმაცია ორგანიზაციის მიერ დაუყოვნებლივ წაიშლება საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონის შესაბამისად.

"World Vision საქართველოს"მიერ კანდიდატების შერჩევის/დასაქმების პროცესი მიმდინარეობს საქართველოს კანონის - "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" და თანასწორი მოპყრობის პრინციპების სრული დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით. დისკრიმინაციისგან დაცვა უზრუნველყოფილია დასაქმების ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
"World Vision საქართველო"არის თანასწორი შესაძლებლობების მქონე დამსაქმებელი, რომელიც აფასებს და პატივს სცემს მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გარემოს მნიშვნელობას და აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ყველა კანდიდატს და თანამშრომელს, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია