|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰოლდინგური კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 27 იანვარი
|
ჰოლდინგური კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე პრემიუმ კლასის ქართული ზეთისხილის ზეთისა და ღვინის გაყიდვების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. მათთან კომუნიკაცია და პროდუქციის პრეზენტაცია;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების არხების შესწავლა/მოძიება;
** პროდუქციის სადისტრიბუციო საკითხების მართვა;
** ხელშეკრულებების გაფორმება და გაყიდვის პროცესის სრული კოორდინაცია;
** გაყიდვების ანგარიშების, პროგნოზებისა და შედეგების რეგულარული მომზადება მენეჯმენტისთვის;
** მენეჯმენტისგან მიღებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის მიმართულებით);
** გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა
საჭირო უნარები:
** მიზანზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი/პროცენტი)
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
სამუშაო პირობები:
** ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
** ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: Ls@cpg.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი ლოკალური ბაზარი/ექსპორტი"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|