Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=693644&print=yes&view=jobs
 
SMM/კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SMM/კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია ეძებს კრეატიულ, ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ კონტენტ კრეატორს/SMM, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ავტოგასამართი სადგურებისა და დრაივების სოციალური ქსელების ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნაზე, მართვასა და განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტოგასამართი სადგურებისა და დრაივების ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა (რილსები, სთორები, მოკლე ვიდეოები);
** სარეკლამო და საინფორმაციო ტექსტების მომზადება (პოსტები, სლოგანები, აქციები);
** კონტენტის დაგეგმვა და განრიგის შედგენა სოციალური მედიისთვის;
** ბრენდის სტილისა და ტონის დაცვა ყველა პლატფორმაზე;
** აქციების, ახალი პროდუქტებისა და სერვისების კრეატიული წარმოჩენა;
** კონკურენტებისა და ტრენდების მონიტორინგი;
** მარკეტინგის გუნდთან და სადგურების ოპერაციულ პერსონალთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება კონტენტ კრეატორის, SMM სპეციალისტის ან მსგავს პოზიციაზე;
** ფოტო/ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა;
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.) კარგი ცოდნა;
** კრეატიული აზროვნება და ვიზუალური გემოვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისური ჩაითვლება უპირატესობად).

სასურველი უნარები:

** Canva, CapCut, Adobe Premiere/Photoshop ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
** მობილური ტელეფონით პროფესიონალური კონტენტის შექმნის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კრეატიული იდეების რეალიზების შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების და ზრდის შანსს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) info.viviollc@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია