Робота для біженців з України
Airbnb ბინის დალაგება/მართვაში დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Airbnb ბინის დალაგება/მართვაში დამხმარე
მომწოდებელი: ფიზიკური პირი
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და მოტივირებულ ადამიანს Airbnb-ზე განთავსებული ბინის დასუფთავებასა და მართვაში დასახმარებლად.

ეს არ არის სტანდარტული დამლაგებლის ვაკანსია და შეიცავს Airbnb-ს მართვისთვის საჭირო სხვა საქმეებში დახმარებასაც.

მდებარეობა: ბინა არის კრწანისის ქუჩაზე, ამიტომ, ამ ქუჩასთან ახლოს ცხოვრება პრიორიტეტულია.
დალაგების საათები: 11:00 - 15:00 შუალედში. მოსალოდნელია თვეში 5-დან 10-მდე დალაგება ჯავშნების მიხედვით.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ბინის დასუფთავების გამოცდილება (ბინის სპეციფიკურ ნიუანსებს ჩვენ აგიხსნით)
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სმარტფონის ეფექტურად გამოყენების ცოდნა
** Airbnb-ის ზოგად დონეზე ცოდნა ან სწრაფად შესწავლის სურვილი

მოვალეობები:

** ბინის დალაგება და დასუფთავება
** თეთრეულის და პირსახოცების გამოცვლა
** ბინის მდგომარეობის შესახებ რეგულარული კომუნიკაცია
** ბინისთვის საჭირო ნივთების შეკვეთის ორგანიზება/მარაგების შევსება
** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია Airbnb-ზე

ანაზღაურება ნაწილობრივ დამოკიდებული იქნება სტუმრების ოფიციალურ შეფასებებზე Airbnb პლატფორმაზე. საშუალოდ მოსალოდნელია საათში 10-დან 15-ლარამდე. დეტალებზე პირადად შევთანხმდებით.

დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ თქვენს შესახებ ელფოსტაზე: pirveli.george@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე