სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო "აფიშა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროსთვის კონტენტის იდეების გენერირება და განვითარება სოციალურ მედიაში
** ფოტო და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა და შექმნა (Reels, Stories, Posts)
** ბრენდის ატმოსფეროს, გამოცდილებისა და ხასიათის გადმოცემა კონტენტით
** სიუჟეტების, ნარატივებისა და კონტენტის მიმართულების მოფიქრება
** ვიზუალური სტილის შერჩევა და ერთიანი ესთეტიკის შენარჩუნება
** პოსტებისთვის მარტივი ვიზუალური დიზაინის მომზადება
** პოსტების ტექსტებზე მუშაობა — ქოფი კონტენტის მხარდამჭერი ელემენტის სახით
** კონტენტის ადაპტაცია სასტუმროს მიზნებსა და აუდიტორიაზე
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** კონტენტ კრეატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ფოტო და ვიდეო კონტენტთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** Canva-ს ან მსგავსი დიზაინის ხელსაწყოების ცოდნა;
** სარესტორნო/სასტუმრო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** კორპორატიული ფასდაკლება;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|