დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10- 17 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N 121
ვაკანტური ადგილი - 2
ფუნქცია მოვალეობები:
** კოლეჯში წერითი გამოცდების ორგანიზება / ჩატარება;
** საგამოცდო ნაშრომების შემოწმება და შედეგების სტუდენტებისთვის გაცნობა;
** საგამოცდო საკითხების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;
** სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პოზიტიური და კეთილგანწყობილი
ვაკანსიის ბოლო ვადაა 14/01/2026.
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნოთ hr@college.dtmu.ge და subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|