Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=691558&print=yes&view=jobs
 
ხარჯების მაკონტროლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯების მაკონტროლებელი
მომწოდებელი: სასტუმრო Gino Seaside Tbilisi
გამოქვეყნდა: 31 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 იანვარი
"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

სასტუმრო "Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham" აცხადებს ვაკანსიას ხარჯების მაკონტროლებლის (Cost Controller) პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება ყველა საწყობსა და სავაჭრო წერტილში (ბარი, რესტორანი, სამზარეულო, დასუფთავება, ტექნიკური, საწყობი და ა.შ).
** განსხვავებების (ნაკლებობა/მეტობა) გამოვლენა, ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება.
** ნელა ბრუნვადი ან ვადაგასული პროდუქციის იდენტიფიცირება და მენეჯმენტისთვის შეტყობინება.
** კერძებისა და სასმელების თვითღირებულების (Cost) დათვლა და ტექნოლოგიური ბარათების სისწორის შემოწმება.
** ბარის და რესტორნის ყოველდღიური ჩამოწერების კონტროლი.
** მენიუს ფასწარმოქმნაში მონაწილეობა სასურველი მარჟის მისაღწევად.
** ყოველთვიური "Cost Report"-ის მომზადება ფინანსური დეპარტამენტისთვის.
** კომპეტენციიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში ან მომიჯნავე სპეციალობებში.
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია სასტუმრო სფეროში).
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** სასტუმროს მართვის პროგრამის Materials Control ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით და დაზღვევით უზრუნველყოფა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია