"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.
ამჟამად ახალი, საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის ვეძებთ გამოცდილ ტექნიკურ მენეჯერს (Chief Engineer), რომელიც აქტიურად ჩაერთვება სასტუმროს გახსნის წინა ოპერაციებში და უზრუნველყოფს ყველა საინჟინრო სისტემისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართულ და უსაფრთხო მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ყველა ტექნიკური მოწყობილობის, გათბობის/გაგრილების სისტემების, ელექტრო სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. საჭიროებისამებრ მათი ტექნიკური შეკეთება, სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;
** ტექნიკური დეპარტამენტის მოწყობილობებისა და ინვენტარის შესყიდვების პროცესის კონტროლი, შესყიდული პროდუქციის ხარისხის მონიტორინგი;
** დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის ხელშეწყობა/ზედამხედველობა. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული მითითებების მიცემა სამუშაო პროცესთან დაკავშირებით;
** ბიუჯეტის კონტროლი, სასტუმროს ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ტექნიკური ხარჯის დაფარვა;
** ტექნიკური დეპარტამენტის მარაგების კონტროლი/აღრიცხვა. აგრეთვე, არსებული ინვენტარის სუფთა და გამართულ მდგომარეობაში შენახვა/ზედამხედველობა;
** სასტუმროს სტუმრების მოთხოვნაზე დროული და მყისიერი რეაგირება, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში სამუშაოსთან პირდაპირ კავშირში მყოფი დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან ტექნიკური განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია სასტუმრო სფეროში);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა.
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
|