Робота для біженців з України
სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: ცურ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 26 დეკემბერი / ბოლო ვადა: 26 იანვარი
ინფორმაცია კომპანიის შესახებ: "Tsur Group" არის ქართულ-ებრაული ჰოლდინგი, რომელიც 2019 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდებს ამიერკავკასიაში და რეგიონული მასშტაბით ისეთ სტანდარტს ნერგავს, რომელიც მომხმარებელთა ქცევას უკეთესობისკენ ცვლის.

ჰოლდინგი აერთიანებს, თავის სფეროში მოწინავე ინოვაციურ კომპანიებს, როგორიცაა კომპანია "არომაკო`, "ნამი 8, "ლალინი", "ზიონი" "მასორი" "ბიზნეს ლაბორატორია და სხვა. ჰოლდინგის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

კომპანია "Tsur Group"-ის კომპანიებისთვის, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ სოციალური მედია მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ციფრული იმიჯის განვითარებასა და სოციალური მედიის არხების ეფექტურ მართვაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #1ა

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპეციალურ ფასდაკლებას "Tsur Group"-ში შემავალი კომპანიების პროდუქტებზე.

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** სოციალური მედიის არხებისთვის (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok და სხვა) ტექსტური და ვიზუალური კონტენტის დაგეგმვა და შექმნის პროცესის კოორდინაცია;
** სოციალური მედიის ანგარიშების ყოველდღიური მართვა: პოსტების გამოქვეყნება, კომენტარების, შეტყობინებების, შეკითხვებისა და უკმაყოფილების დროული და პროფესიული მართვა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება (Meta Ads, Google Ads);
** ანალიტიკური ინსტრუმენტების (Meta Business Suite, Google Analytics და სხვ.) გამოყენებით კამპანიების ეფექტურობის შეფასება და ანგარიშგების მომზადება;
** აუდიტორიის ჩართულობის ზრდაზე და ბრენდის ცნობადობის გაძლიერებაზე ორიენტირებული აქტივობების ინიციირება;
** ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და მათი ადაპტაცია კომპანიის ბრენდთან და მის კომუნიკაციასთან;
** მარკეტინგისა და დიზაინის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 2-3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმების ფუნქციონალისა და ალგორითმების კარგი ცოდნა;
** კონტენტის დაგეგმვისა და კამპანიების მართვის გამოცდილება;
** MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტების ცოდნა და გამოცდილება: მაგ. Canva ან Adobe Creative Suite;
** ქოფირაითინგის საბაზისო ცოდნა;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** კრეატიული აზროვნება და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsur-group.com

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სოციალური მედია მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე