|
დასახელება:
შიდა აუდიტორი
|
| მომწოდებელი:
საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 29 დეკემბერი
|
შპს "საქაერონავიგაციის საპენსიო კომპანია" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: თბილისი, აეროპორტი, შპს "საქაერონავიგაციის" სათაო ოფისი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29.12.2025 18:00 საათი;
კომპანიის შესახებ:
შპს "საქაერონავიგაციის" არასახელმწიფო საპენსიო სქემამ ფუნქციონირება დაიწყო 2017 წლიდან და წარმატებულად აგრძელებს დღემდე.
კერძო საპენსიო სისტემის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით 2023 წლის ივნისიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ და ძალაში შევიდა საქართველოს კანონი ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ. ამასთან, 2025 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლები ვალდებული არიან 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. შესაბამისად შპს "საქაერონავიგაციამ" დააფუძნა საპენსიო კომპანია, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან მოახდენს შპს "საქაერონავიგაციის" არასახელმწიფო საპენსიო სქემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საპენსიო სქემის მარეგულირებელი დოკუმენტების ახალ კანონთან სრულ შესაბამისობას.
ძირითადი მოვალეობები:
** შიდა აუდიტორი ახორციელებს კომპანიის შიდა კონტროლის სისტემის, ოპერაციული პროცესების, ფინანსური და ადმინისტრაციული საქმიანობის პერიოდულ შემოწმებასა და შეფასებას, საპენსიო სქემის ადმინისტრირების, დეპოზიტართან ურთიერთობისა და საკვანძო ფუნქციების შესრულების მონიტორინგს. იგი ამოწმებს შიდა პოლიტიკების, წესების, პროცედურებისა და მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას, აფასებს ოპერაციულ, სამართლებრივ და შესაბამისობის რისკებს და ავლენს შესაძლო დარღვევებსა და ხარვეზებს.
** შიდა აუდიტორი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ გეგმას, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, წარუდგენს მათ სამეთვალყურეო საბჭოს და უზრუნველყოფს გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის ღონისძიებების შესრულებაზე მონიტორინგს. იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სამეთვალყურეო საბჭოს არსებითი დარღვევებისა და რისკების შესახებ, დაიცვას ინფორმაციის კონფიდენციალურობა და საქმიანობა განახორციელოს დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და ფიდუციური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით, საპენსიო სქემის მონაწილეთა და ბენეფიციართა ინტერესების სასარგებლოდ.
** შიდა აუდიტორი ანგარიშვალდებულია კომპანიის დირექტორის წინაშე და უზრუნველყოფს კომპანიის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი ამზადებს ინფორმაციასა და ანგარიშებს წლიური და პერიოდული აუდიტისთვის, ხოლო აუდიტის შედეგებს რეგულარულად წარუდგენს დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** აუდიტორად მუშაობის არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია კვალიფიკაციის ამაღლების კურსების დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატები;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების Word-ის, Excel-ის და PowerPoint-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე: pension@airnav.ge 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ხაზში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
|
|
|
|