|
დასახელება:
IT სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის სამსახურში შემდგომში დასაქმების პირობით.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე
** სამუშაო გრაფიკი სტაჟირების პერიოდში-კვირაში 35 სთ
** სამუშაო გრაფიკი დასაქმების შემდგომ - ორშაბათი-პარასკევი 13:00-21:00 მდე შაბათი - 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
სტაჟიორი ჩაერთვება:
** პრობლემური კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრის საკითხებში;
** შიდა დომეინ ქსელში ჩართული კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის განახლების, ოპერატიული სისტემების ინსტალაციის საკითხებში;
** პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია /გამართვის საკითხებში;
** ლექტორის/სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე სათანადო ლექციისათვის კომპიუტერული ტექნიკის გამართვის საკითხებში;
** უნივერსიტეტის პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხებში რომელიც უკავშირდება უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობისას წარმოშობილი სირთულეების გადაწყვეტას;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სხვა საკითხებში;
ვის ვეძებთ?
** თუ ხარ მოტივირებული;
** გაინტერესებს IT მხარდაჭერა;
** გაქვს მინიმალური ცოდნა IT სფეროში და გსურს დასაქმდე ამ მიმართულებით;
** □არ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
მაშინ ჩვენ გეძებთ შენ!
რას გთავაზობთ?
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდგომ დასაქმებას;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერისგან თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "IT სტაჟიორი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით.
|
|
|
|