Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=690688&print=yes&view=jobs
 
საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცერი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
კომპანია "Lasare" რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას საავიაციო უშიშროების სამსახურის ოფიცრის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:

** ავტობუსის მომსახურება ზედა სამგორის მეტროდან
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** უფასო საადვოკატო მომსახურება

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია.
ვაკანტური ადგილი: 5
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24სთ.
ანაზღაურება: 2600 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

ძირითადი ფუნქციები:

** ტერმინალში ფიზიკური პირების დაშვების კონტროლი და საშვების გაცემის უზრუნველყოფა
** ტერმინალის ტერიტორიაზე შემოსატანი და გასატანი ნივთების აღრიცხვა
** დაზიანებული საშვების გამოვლენის ან საშვის დაკარგვის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფროსისთვის
** საავიაციო უშიშროებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ტექნიკური აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ხელმძღვანელი პირის ინფორმირება
** გასაგზავნი და ჩამოსული ტვირთების ტერმინალიდან ხომალდამდე და ხომალდიდან ტერმინალამდე უდანაკარგოდ და უშიშროების ზომების დაცვით ტრანსპორტირების კონტროლის უზრუნველყოფა
** ტერმინალში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა
** ტერმინალის ტერიტორიაზე შემოსული და გასული ყველა ავტომანქანის შემოწმება
** კომპანიის ქონების დაცვის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელი პირის მითითებების გათვალისწინება, რაც უშუალო კავშირშია სამუშაო პროცესთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია დაცვა/უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** დეტალებზე ორიენტირების უნარები
** კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი
** მართვის მოწმობა: B კატეგორია

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია