|
დასახელება:
მთავარი ბარმენი/პერსონაჟი
|
| მომწოდებელი:
ბარი ამბავი
|
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
ბარი "ამბავი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბარმენის/პერსონაჟის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან
სამუშაო გრაფიკი: რაც დასჭირდება ბარში ბარის გამართულ მუშაობას (შეიძლება იყოს კვირაში 2 დღე ან 4)
ასაკი: შეუზღუდავი
ანაზღაურება: იმდენი, რამდენზეც შევთანხმდებით.
მოთხოვნები:
** ემოციური ინტელექტი;
** ბარმენობის გამოცდილება (აუცილებელი არ არის საუკეთესო, თან პირობითია ეგ გამოცდილება);
** გუნდის მართვის გამოცდილება (ესეც პირობითია);
** ახალი საქმის კეთების ენთუზიაზმი;
** ბარის ესთეტიკის საფუძვლების ცოდნა;
** თავგადასავლების და ამბების სიყვარული.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (აუცილებელია) - ის ვისაც შეუძლია გართობის სფეროში დასაქმებისას დარჩეს საქმიანი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** და კიდევ, ინფორმაციის ობიექტურად აღქმის და გადამუშავების უნარი, ასევე ინფორმაციის მოძრაობის კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაფუძნება;
** ინტრიგის და მოგონილი, არაფრის/არავის მარგებელი ამბების "ხლართვის" მიმართ მტრული დამოკიდებულება;
მოგონილი:
** "პროტესტის"
** "დასაცავი ღირსების"
** უკმაყოფილების მუხტის
** ინფორმაციის გავრცელების
საკუთარ თავშივე განეიტრალების უნარი (ვაცნობიერებთ, რომ ადამიანურია ყველა ზემოაღნიშნული).
თუ თვლით, რომ, ჩვენ მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hrambavi@gmail.com
"subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თუ ორი სიტყვით მოტივაციასაც მოგვწერთ, მეტი შანსია. ამასთან, რას გარგებთ ეს სამსახური, თქვენ ეს სამოტივაციოდ არ გამოგადგებათ. რატომ ხართ ჩვენი სივრცისთვის საინტერესო და აუცილებელი პერსონაჟი, ამაზე მოგვწერეთ.
|
|
|
|