Робота для біженців з України
ტენდერი კვებით მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კვებით მომსახურებაზე
მომწოდებელი: აგროსერვისი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 20 იანვარი
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის" (GRAIL) ფარგლებში, ირიგაციით უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობისა და ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტის ფარგლებში, ზედა რუსა (გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 10 სოფელი) და ქვემო სამგორის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 13 სოფელი) სამიზნე არეალებისთვის ტარდება სხვადასხვა ფერმერების სატრენინგო ღონისძიებები.

აღნიშნული აქტივობებისთვის გთხოვთ, მოგვაწოდოთ ადგილზე მოწოდებით კვებითი მომსახურების ფასები თითოეული ლოკაციისთვის.

მომსახურების არეალი:

1 ზედა რუ:

მარშრუტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: - გორი, ბერბუკი, სათემო, საქაშეთი, არაშენდა, შინდისი, ფხვენისი, ვარიანის მეურნეობა და სხვა მიმდებარე ლოკაციები.
სამუშაო დატვირთვა: ჯამში 45 მოწოდება

2 ქვემო სამგორი:

მარშრუტები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საგარეჯო - გიორგიწმინდა, იორმუღანლო და სხვა მსგავსი მარშრუტები ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მიმდებარედ.
სამუშაო დატვირთვა: ჯამში 40 მოწოდება.

მონაწილეთა რაოდენობა: დღიურად 25 პერსონა (საველე პირობებში)
პერიოდი: 2026 წლის მარტი - ოქტომბერი (ჩათვლით)
დეტალური გრაფიკი მოწოდებული იქნება წინასწარ, ყოველი თვის 2-3 დღით ადრე.

ერთდღიანი მენიუ მოიცავს:

** ყავა
** ჩაი
** ხაჭაპური
** ლობიანი
** წყალი
** კოკა-კოლა
** შაქარი
** ორცხობილა
** ერთჯერადი ჭურჭელი
** ხელსახოცი

გთხოვთ, ფასები მოგვაწოდოთ დღგ-ის ჩათვლით.

შეთავაზება გამოგვიგზავნეთ მეილზე: union.agroservice@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 იანვრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე