|
დასახელება:
ტენდერი - კარავი, მაგიდები და სკამები
|
| მომწოდებელი:
აგროსერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის" (GRAIL) ფარგლებში, ირიგაციით უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობისა და ღირებულებათა ჯაჭვის კომპონენტის ფარგლებში, ზედა რუსა (გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 10 სოფელი) და ქვემო სამგორის (საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 13 სოფელი) სამიზნე არეალებისთვის ტარდება სხვადასხვა ფერმერების სატრენინგო ღონისძიებები, რისთვისაც საჭიროა კარავის, მაგიდებისა და სკამების ადგილზე მომსახურება.
მომსახურების არეალი:
ზედა რუს არეალი: გორი, ბერბუკი, სათემო, საქაშეთი, არაშენდა, შინდისი, ფხვენისი, ვარიანის მეურნეობა და მიმდებარე ლოკაციები.
** სამუშაო დატვირთვა: ჯამში 42 მოწოდება
** პერიოდი: 2026 წლის მარტი - ოქტომბერი (ჩათვლით)
** დეტალური გრაფიკი მოწოდებული იქნება წინასწარ, ყოველი თვის 2-3 დღით ადრე.
ქვემო სამგორის არეალი: საგარეჯო, გიორგიწმინდა, იორმუღანლო და სხვა მსგავსი მარშრუტები ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მიმდებარედ.
** სამუშაო დატვირთვა: ჯამში 40 მოწოდება
** პერიოდი: 2026 წლის მარტი - ოქტომბერი (ჩათვლით)
** დეტალური გრაფიკი მოწოდებული იქნება წინასწარ, ყოველი თვის 2-3 დღით ადრე.
მომსახურება მოიცავს:
** ინვენტარის ადგილზე ტრანსპორტირებას;
** გაშლასა და დალაგებას;
** სამუშაო დღის განმავლობაში ადგილზე დალოდებას;
** დღის ბოლოს დაშლასა და გატანას.
საჭირო ინვენტარი:
** კარავი - 2 ცალი (საერთო ტევადობა მინიმუმ 25 ადამიანი);
** მაგიდა - 2 ცალი (ლანჩისთვის, 20 კაცზე გათვლილი);
** სკამები - 25-30 ცალი.
** გთხოვთ, ფასები მოგვაწოდოთ დღგ-ის ჩათვლით.
შეთავაზება გამოგვიგზავნეთ მეილზე: union.agroservice@gmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 20 იანვრისა.
|
|
|
|