|
დასახელება:
HoReCa სექტორის გაყიდვების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
შარმ ტრეიდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას HoReCa სექტორის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
ფუნქცია-მოვალეობები:
** აქტიური გაყიდვების წარმოება HoReCa მიმართულებით და მსხვილ B2B კლიენტებთან სატელეფონო ზარების მეშვეობით;
** პოტენციურ და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც დისტანციურად ისე ადგილზე ვიზიტით, გრძელვადიანი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და ჩამოყალიბების მიზნით;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა (მოლაპარაკება, შეკვეთის მიღება, ხელშეკრულების გაფორმება);
** გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და კლიენტების ქსელის გაფართოება;
** მომხმარებელთა დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფასდაკლებების მომზადება და დამუშავება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
** ბაზრისა და კონკურენტების მონიტორინგი (ფასები, აქციები, ახალი პროდუქტები);
** გაყიდვების ანგარიშგების წარმოება (ყოველკვირეული/ყოველთვიური);
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა და მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია HoReCa მიმართულებით);
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების წარმოების და ეფექტური მოლაპარაკების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის ცვეთის ხარჯების კომპენსაციას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა".
|
|
|
|