Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=690348&print=yes&view=jobs
 
მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი - HoReCa
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი - HoReCa
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 23 იანვარი
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის (HoReCa) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; მოქნილი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200

ფუნქცია-მოვალეობები:

** HoReCa ობიექტებზე დისპენსერებისა და ლუდის ჩამოსასხმელი აპარატების მონტაჟი;
** დამონტაჟებული აპარატურის გამორთვა, ტექნიკური დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
** აპარატურის პროფილაქტიკური შემოწმება (გაჟონვა, წნევა, ტემპერატურა, ჰიგიენური მდგომარეობა) და გამორთული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მარტივი ტექნიკური ინსტრუქციის მიწოდება ობიექტის პერსონალისთვის;
** საწყობში დისპენსერებისა და ტექნიკური აღჭურვილობის მართვა: აღრიცხვა, შენახვა, დახარისხება დადგენილი წესების შესაბამისად;
** რეგიონებში გასაგზავნად აპარატურის მომზადება, კომპლექტაცია, შემოწმება და უსაფრთხო შეფუთვა;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ხელმძღვანელის მითითებით სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია HoReCa სფეროში);
** ტექნიკური მოწყობილობების მონტაჟისა და სერვისის საბაზისო ცოდნა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (ობიექტებზე გადაადგილებისთვის);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** საწვავით უზრუნველყოფას სამუშაო ვიზიტების დროს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია