|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯიბე cash & carry
|
|
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 22 იანვარი
|
კომპანია "ჯიბე Cash & Carry"-ს მარნეულის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
ფილიალი: ქ. მარნეული, აღმაშენებლის ქ #1
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
ანაზღაურება: 1600 ლარი (გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში 3 თვე - 1400₾)
ფუნქცია-მოვალეობები:
** სავაჭრო დარბაზში არსებულ თაროებზე, პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით.
** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი
** კონსულტანტებისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებელთათვის ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. ან დაგვიკავშირდით: 557 30 61 69. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|