Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: შპს ლუკა
გამოქვეყნდა: 22 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 იანვარი
შპს "ლუკა" KNAUF-ის პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და ახდენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო რეალიზაციას.

შპს "ლუკა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე (ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. #112)

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო საათები: 10 სთ-დან 18 სთ-მდე;
სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე (ორშაბათი-შაბათი);
ანაზღაურება: 1300 ლარი (ადგილზე შესწავლით).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები - მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზარზე არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ახალი პროდუქციის მუდმივი მოძიების პროცესი;
** უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირება, მოლაპარაკების წარმოება;
** პირობების, მოწოდების, გრაფიკის ვადების შეთანხმება;
** შესყიდვის პროცესისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** გაყიდვების ანალიზი და მომავალი შესყიდვების დაგეგმვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო გამოფენებზე მივლინებით გამგზავრება;
** უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა და შეკვეთების გაკეთება;
** შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება;
** ფინანსური ანგარიშსწორებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ხელმძღვანელების უშუალო დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თვითორგანიზებულობა
** დროის მენეჯმენტის უნარი
** მიზნების დასახვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიზნებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და კოლეგიალურ გარემოს;
** ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ltd.luka@gmail.com

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577132344
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე