|
დასახელება:
გაყიდვებისა და შოურუმის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
გრინლიფ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 20 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 20 იანვარი
|
"გრინლიფ ჯორჯია" არის კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჩინეთში, ფილიალებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, რუსეთში, ნიგერიასა და ფილიპინებში. კომპანია ძირითადად ყიდის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს (როგორიცაა კბილის პასტა, შხაპის გელი, შამპუნი და ა.შ.), კოსმეტიკას (როგორიცაა თვალის ლაინერი, პომადა და ა.შ.) და კანის მოვლის საშუალებებს (როგორიცაა ლოსიონები, კრემები, შრატები).
გაყიდვების მოდელი არის პირდაპირი გაყიდვები.
კომპანია ამჟამად ხსნის ახალ ფილიალს საქართველოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, საბურთალოზე, ცაგარელის ქუჩაზე.
პოზიცია: გაყიდვებისა და შოურუმის ასისტენტი
სამუშაოს მოთხოვნები:
** სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
** ბიზნესის განათლება სასურველია;
** ქართული ენის ცოდნა (თავისუფლად);
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო დონეზე), რუსული ენის ცოდნა (სასურველია სასაუბრო დონეზე);
გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აგრეთვე, სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება და საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო მოვალეობები:
** მომხმარებელთა მიღება
** პროდუქციის გაცნობა
** ოფისისა და შეხვედრების ოთახის მართვა
** ტელეფონით მომხმარებელთა შეკითხვების დამუშავება
** მაღაზიის ინვენტარის მართვა
** პროდუქციის თაროებზე განაწილება და მოწესრიგება
** პროდუქტის ეტიკეტირება
** სალარო აპარატისთან მუშაობა და ნაღდი ფულის მართვა
ხელფასი:
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე, გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ხელფასი 1400 ლარი/თვეში (ხელზე ასაღები თანხა)
** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ: 1500-1600 ლარი/თვეში (ხელზე ასაღები თანხა) (შესრულების მიხედვით)
სამუშაო საათები:
** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (1 საათიანი შესვენება სადილისთვის)
** შაბათი: 11:00 სთ-4:00 სთ (1 საათიანი შესვენება სადილისთვის), სულ: 40 საათი/კვირაში
** შესაძლოა პერიოდულად საჭირო გახდეს ზეგანაკვეთური სამუშაო, მაგრამ ძალიან იშვიათად.
** ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შვებულებით.
განაცხადის შეტანის წესი:
დაინტერესებულ და კვალიფიციურ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nkiknadze08@gmail.com
ჩვენ განვიხილავთ რეზიუმეებს და დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს ელფოსტით ან ტელეფონით.
|
|
|
|