|
დასახელება:
საიმიჯო პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ საიმიჯო პროექტების მენეჯერი იუჯიში.
ვინ ვართ
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 10 000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1300-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
ვის ვეძებთ
თუ გაქვთ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და პროექტების მართვის პრაქტიკა, ხოლო ბოლო პერიოდში დაგჭირდათ ახალი, სტაბილური და ღირსეული პროფესიული სივრცის პოვნა, საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ შესაძლებლობას გააგრძელოთ კარიერა აკადემიურ და ღირებულებებზე დაფუძნებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
** უნივერსიტეტის მისიის, სტრატეგიული მიზნებისა და კვლევის შედეგების გათვალისწინებით პროექტების საჭიროებების განსაზღვრა;
** პროექტების კონცეფციის შემუშავება და მათი პრაქტიკული განხორციელება;
** პროექტებისა და კამპანიების დაგეგმვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** პროექტებისთვის საჭირო რესურსების იდენტიფიცირება და მართვა (ბიუჯეტი, პერსონალი, დრო);
** ინსტიტუციურ და კერძო პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** განხორციელებული პროექტების შედეგების შეფასება, ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების სტრატეგიების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მენეჯმენტის, კომუნიკაციების, მარკეტინგის ან მონათესავე სფეროში);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის ან ანალოგიურ პოზიციაზე;
** სტრატეგიული დაგეგმვის უნარი და გრძელვადიანი ხედვა;
** პროექტების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** ბიუჯეტირების გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი;
** მაღალი დონის წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი სხვადასხვა აუდიტორიასთან;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას
** სტაბილურ და ღირებულებებზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, თქვენი ცოდნა და კომპეტენცია გამოიყენოთ განათლებისა და საზოგადოების განვითარების სამსახურში
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** დინამიურ, ინტელექტუალურ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2026 წლის 8 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითე: საიმიჯო პროექტების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|