|
დასახელება:
საოპერაციო ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
Loyal Partners
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 იანვარი
|
"Loyal Partners" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ბუღალტრის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 36ა
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ
"Loyal Partners" არის პროფესიონალური ციფრული ფინანსური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სთავაზობს კლიენტებს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, სიზუსტესა და გრძელვადიან პარტნიორობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის თანაშემწის ან უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Balance, FINA, Superfin);
** საბუღალტრო ტრანსაქციების და საკანონმდებლო რეგულაციების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად (ინგლისური და რუსული)
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვის და წარმოების პრინციპების ცოდნა;
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** პირველადი და მიმდინარე საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
** ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების გამოწერა;
** ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამებში;
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
პიროვნული უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მიზანსწრაფულობა;
** კრიტიკული აზროვნება.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს პროფესიონალ გუნდში;
** ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას;
** მხარდაჭერით სავსე სამუშაო ატმოსფეროს;
** ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 1200 ლარს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qbq.info@gmail.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "საოპერაციო ბუღალტერი".
ვაკანსიის მიღების ბოლო ვადა 30/12/2025
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაზიარებული რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|