|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
სუვენი
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
"სუვენი" არის ცნობილი თურქული ბრენდი, რომელიც სპეცილიზირებულია ქალის თეთრეულის, სახლის სამოსისა და საცურაო კოსტიუმების წარმოებაში.
"სუვენი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ისთ ფოინთი)
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი სამუშაო დღე);
ანაზღაურება: ფიქსირებული + მოქნილი საბონუსე სისტემა
დასვენება: თვეში 6 დღე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** ბრენდის პროდუქციის ნაშთების ანალიზი და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის მენეჯერისთვის;
** ბრენდის თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
** პროდუქციის მიღება-დალაგებასა და აღწერაში მონაწილეობა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით მუშაობა;
** საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ატვირთვა;
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინიმუმ 6 თვე);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე: tea.lolua@vestire.ge და "subject"-ში მიუთითოთ მოლარე-კონსულტანტი დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10 იანვარი, 2026 წელი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|