|
დასახელება:
პროფესიული და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" - ბათუმი აცხადებს ვაკანსიას პროფესიული და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
პროგრესის ამერიკული საერთაშორისო სკოლები უწყვეტ პროგრესს ქმნის საქართველოს სამ ქალაქში:
** ქუთაისი {2002 წლიდან}
** ბათუმი {2015 წლიდან}
** თბილისი {2017 წლიდან}
პროგრესს როგორც სახელმწიფო, ასევე, ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს "College Board-ის"ავტორიზაცია აქვს, რაც შესაძლებლობას გვაძლევს რომ გავცეთ სახელმწიფო ატესტატი და ამერიკული დიპლომი. სკოლას, ასევე, მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced". აკრედიტაციები სკოლას ანიჭებს უფლებას განახორციელოს ორმაგი, ქართულ-ამერიკული კურიკულუმი და მოსწავლეებს მიანიჭოს ოფიციალური ამერიკული უმაღლესი საშუალო სკოლის დიპლომი საქართველოში.
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/
თანამდებობის დასახელება: პროფესიული და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის მენეჯერი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, ვ. შამილაძის N30.
გრაფიკი: სრული (40 - საათიანი სამუშაო კვირა)
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სკოლაში პროფესიული განათლების მიმართულებით სტრატეგიული განვითარების და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** ჩართულობა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესწავლის პროცესში;
** ჩართულობა სასწავლო პროცესის დაგეგმვის, პროფესიული განათლების მასწავლებლების საათობრივი დატვირთვის შედგენის პროცესში;
** სასწავლო ცხრილების შემუშავება და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მხარდაჭერა;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მეცადინეობებზე სწრებადობის კონტროლი;
** პროფესიული განათლების მასწავლებლების მიერ ჟურნალის წარმოების ყოველთვიური შემოწმება და ინფორმაციის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** ახალი პროფესიული განათლების მასწავლებლის სამუშაო გარემოსთან ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა;
** სასწავლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
** ჩართულობა პროფესიული სტუდენტების/მსმენელების პარტნიორ ორგანიზაციაში სწავლების ორგანიზებისა და მხარდაჭერის პროცესში;
** პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** შუალედური და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების მიზნით, ჩართულობა ადმინისტრირების ჯგუფის მუშაობაში;
** პროფესიული სტუდენტების შეფასების უწყისებისა და შეფასების მტკიცებულებების გადაბარება პროფესიული განათლების მასწავლებლისგან;
** კურსდამთავრებულთა დიპლომების და სერტიფიკატების (დანართების) დაბეჭდვისთვის ინფორმაციის მომზადება;
** ახალჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის/ინტეგრაციის მხარდაჭერა;
** ახალი ნაკადის პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელებისთვის მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების გაცნობა;
** სკოლაში დამატებითი/არაფორმალური აქტივობების წახალისება და პროფესიული სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერა;
** პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა - მათი ინფორმირება/კონსულტირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებში; მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ელექტრონულ ფოსტაზე;
** პროფესიულ სტუდენტთა ინიცირებების თაობაზე ადმინისტრაციის წერილობითი ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტთა/კანონიერ წარმომადგენელთა ინფორმირება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
სკოლაში მიმდინარე საპროფორიენტაციო და კარიერული მომსახურების მხარდაჭერა:
** საინფორმაციო ბუკლეტების, განაცხადების, რეკლამების და ა.შ. შემუშავების პროცესში ჩართულობა;
** ჩართულობა სხვადასხვა ტიპის საპროფორიენტაციო ღონისძიებებში;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელებისთვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება კარიერის დაგეგმვის საკითხებთან დაკავშირებით (მათ შორის, CV- ის, სამოტივაციო წერილის მომზადების მხარდაჭერა, გასაუბრებისათვის მომზადება, დასაქმების საკითხებზე კონსულტაციების გაწევა);
** პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის/ კურსდამთავრებულებისთვის კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებში კონსულტაციების გაწევა;
** ჩართულობა ვებ. გვერდზე განსათავსებელი ინფორმაციის მომზადებაში, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგის ყოველწლიური (ასვე საჭიროებისამებრ) განახლება;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების და კურსდამთავრებულებისთვის ინფორმაციის მიწოდება დასაქმების შესაძლებლობებთან/ვაკანსიებთან და შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით;
** პოტენციური დამსაქმებლისა და პროფესიული სტუდენტის/მსმენელის/კურსდამთავრებულის შეხვედრის ხელშეწყობა;
** კურსდამთავრებულთა ბაზის და დასაქმების სტატისტიკის წარმოება;
** კურსდამთავრებულთა გამოკითხვა დასაქმების შესახებ პროგრამის დასრულებიდან 12 და 36 თვის თვეების პერიოდში და კვლევის მასალის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** დამსაქმებელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება და სტატისტიკური ინფორმაციის უფროსისთვის წარდგენა ანალიზისთვის;
** თანამშრომლობა სკოლის ყველა იმ პერსონალთან, რომელთა საქმიანობა ზოგადსაგანმანათლებლო მიმართულებით საქმიანობის პარალელურად ითვალისწინებს საქმიანობის წარმართვას პროფესიული განათლების მიმართულებით;
** მონაწილეობა პროფესიული განვითარების ტრენინგებში, სამუშაო შეხვედრებსა და ღონისძიებებში;
** პროფესიულ სტუდენტებთან, მსმენელებთან (კანონიერ წარმომადგენლებთან) შაბლონის მიხედვით, ხელშეკრულებების გაფორმების ორგანიზება და მათი პირადი საქმეების წარმოება.
** მოქმედი კანონმდებლობით, შინაგანაწესით და პროფესიული განათლების მიმართულებით სკოლაში არსებული მექანიზმებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აკადემიური უმაღლესი განათლება (მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული კვალიფიკაცია)
** სასურველია განათლების მიმართულებით მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
დამატებით საჭირო კომპეტენციები:
** ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება;
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა.
უპირატესობა მიენიჭება სასკოლო გარემოში და მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrbatumi@schoolprogress.ge. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროფესიული და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 იანვრამდე .
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|