Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=689921&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
შპს "ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტერის პოზიციაზე.

სექტორი: საბუღალტრო მომსახურება
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის ქ. #1
ანაზღაურება: შეთანხმებით და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა დადგენილი სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება
** ელექტრონული ზედნადებებისა და ფაქტურების ატვირთვა;
** პირველადი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** შემოსავლების სამსახურის და სტატისტიკის ვებ-გვერდზე მუშაობა;
** დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა;
** სხვა ანგარიშების მომზადება ან დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** საბუღალტრო აღრიცხვის საბაზისო თეორიული ნაწილის სიღრმისეული ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** 1+ წლიანი მუშაობის გამოცდილება ჩაითვლეება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა. საბუღალტრო პროგრამა "FMG"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზების, დაგეგმარებისა და მონიტორინგის უნარი;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე info@abs.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

გთხოვთ:

** მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
** CV-ს სახელწოდებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
** CV-ში დაამატოთ თქვენი სურათი.
** მეილში მიუთითოთ მინიმალური მოსალოდნელი ხელფასი.

სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია