|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კარგონი
|
|
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
საქართველოში პირველი ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
"კარგონი" არის 500 სტარტაპ აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული (სან-ფრანცისკო).
გახდი ყველაზე დინამიკური სტარტაპის ნაწილი რეგიონში.
https://cargon.com/ka/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, არსებული მომსახურების/სერვისის შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დაინტერესებულ კომპანიებთან შეხვედრების ორგანიზება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების სრული პროცესის მართვა, შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება (ლოგისტიკის სფერო, სადაზღვევო, სამშენებლო);
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargon.com
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 იანვარი
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
|
|
|
|