Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: გალილეო ფიტნესი
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 17 იანვარი
"გალილეო ფიტნეს კლუბი" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების აგენტს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქერჩის ქუჩა #6დ

რა გევალება?

** კლუბის აბონემენტების გაყიდვა და ახალი კლიენტების მოზიდვა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებული კლიენტების საჭიროებებზე ზრუნვა;
** გაყიდვების სტრატეგიების განხორციელება და შედეგების ანალიზი;
** კლუბის სერვისებისა და აქციების შესახებ ინფორმირება;
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და ანალიზი;
** გუნდთან ერთად მუშაობა გაყიდვების გეგმების შესასრულებლად.

რას ველოდებით შენგან?

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
** გაყიდვებში რამდენიმე წლიანი გამოცდილება;
** მოტივაცია და მიზანმიმართული მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და მოლაპარაკებების უნარი;
** იუმორის გრძნობა;
** ფიტნესისადმი ინტერესი და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის სურვილი.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ფიქსირებული ანაზღაურება + გამომუშავება გაყიდვების მიხედვით;
** მეგობრული და პოზიტიური სამუშაო გარემო;
** თანამედროვე ფიტნეს სივრცეში უსასყიდლოდ ვარჯიშის შესაძლებლობა.

თუ ფიქრობ, რომ ეს გამოწვევა შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე 17 იანვრის ჩათვლით Jobs@galileo.ge.

გალილეო ფიტნეს კლუბი გელოდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე