Робота для біженців з України
მუსიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუსიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ჩვენი სკოლა არის სივრცე, სადაც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენას, განვითარებასა და სასარგებლოდ გამოყენებას - მხარდამჭერ, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გარემოში.

ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტების გაცნობა შესაძლებელია სკოლის ვებგვერდზე http://www.millennium-school.org/ge/proektebi

"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

ათასწლეულის სკოლის მუსიკის მასწავლებლის ძირითადი მოვალეობები:

** სასწავლო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება სკოლის საგანმანათლებლო ხედვისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად;
** მრავალფეროვანი სასწავლო მასალისა და რესურსების გამოყენება მოსწავლეთა ინტერესებისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
** მოსწავლეთა ინდივიდუალობის მხარდაჭერა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება;
** თანამშრომლობა კლასის დამრიგებლებთან, მშობლებთან და საგნობრივ გუნდთან მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ერთობლივი ზრუნვის მიზნით;
** აქტიური მონაწილეობა სასკოლო პროექტებში, ღონისძიებებსა და შემოქმედებით აქტივობებში;
** სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვა, შეფასებისა და უკუკავშირის თანამედროვე მიდგომების გამოყენებით;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და შიდა პროფესიულ შეხვედრებსა და ტრენინგებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება ან პროფესიული კვალიფიკაცია მუსიკის მიმართულებით;
** სასურველია სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებში;
** სწავლების თანამედროვე, მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენების მზაობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვის სურვილი.

სამუშაო გრაფიკი:

სამუშაო დატვირთვა შეადგენს კვირაში 14 საგაკვეთილო საათს, რომელიც გადანაწილებულია სამ სამუშაო დღეზე. კონკრეტული დღეები და საათები განისაზღვრება სასწავლო ცხრილის შესაბამისად და შეთანხმდება შერჩეულ კანდიდატთან.

ანაზღაურება:

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. დეტალები განიხილება გასაუბრების ეტაპზე.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეული, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org

აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 26 დეკემბრისა.

განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს "ათასწლეულის სკოლა" დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.

თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.

სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე http://www.millennium-school.org
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე