Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=689826&print=yes&view=jobs
 
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ილიანი
გამოქვეყნდა: 19 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 იანვარი
სასტუმრო "ილიანი" იწვევს ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კანდიდატებს ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ვაკანსია იდეალურია მათთვის, ვისაც სურს მუშაობისა და სწავლის შეთავსება.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 3-4 ღამე (საღამოს 18:00-დან დილის 09:30-მდე);
** ანაზღაურება: კვირაში 4 ღამის მორიგეობა, თვეში 16 მორიგეობა :თვეში 800 ლარი (ხელზე ასაღები) + ჩაი;
** გარემო: მშვიდი და მყუდრო სამუშაო პირობები, თავისუფალი დროის სწავლისთვის გამოყენების შესაძლებლობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ფლობა (თავისუფალი საუბარი);
** რუსული ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე პროგრამების (MS Word, Excel) ფლობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, სამუშაო ეთიკის დაცვა და პოზიტიურობა.
** ხალხთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია: სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს და თქვენთვის მისაღებია შემოთავაზებული სამუშაო გრაფიკი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: HR@Iliani.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია